skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ელჩი გაეროში აფხაზეთზე საუბრობს

რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც იანვარში გაეროს უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს, უკმაყოფილოა საქართველოს მიერ აფხაზეთის შესახებ უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მოთხოვნების შესრულებით.


მისი თქმით, საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჟან არნო 24 იანვარს წარდგება უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით აფხაზეთში არსებული სიტუაციის თაობაზე.


“გვინდა მოვისმინოთ რაიმე დადებითი ინფორმაცია, თუ რამდენად ასრულებს ქართული მხარე რეზოლუციის მოთხოვნებს, რომელიც მოუწოდებს საქართველოს დაიცვას ყველა არსებული შეთანხმება“, – განაცხადა ჩურკინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button