
ნოღაიდელი გაზის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ საქართველო გაზის მიღებას ირანიდან შეეცდება, იმ შემთხვევაში თუ ის საკმარის რაოდენობას აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ვერ მიიღებს.
“ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, პირველ რიგში, აზერბაიჯანთან და თურქეთთან [შაჰ-დენიზის გაზის გადანაწილების თაობაზე] და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ირანთან. ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო უგაზოდ ვერ დარჩება ზამთარში და ჩვენ გვაქვს სრული გაგება ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა ნოღაიდელმა, რომელმაც ვაშინგტონში აშშ-ს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები გამართა.
აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ენერგოსექტორში გრძელვადიანი პარტნიორობა მიუღებელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)