skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის რესტიტუციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტარებმა 24 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“.


კანონპროექტის მიზანია, 1990-1992 წლებში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებული ფიზიკური პირების ქონებრივი რესტიტუცია, ადეკვატური უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ან ქონებრივი ზიანის კომპენსაცია.


ამ საკითხებს დაზარალებულთა განცხადებების საფუძველზე განიხილავს სამმხრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის  სპეციალური კომისია, რომელშიც შევლენ ქართული, ოსური მხარეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დამოუკიდებელი კომისია, რომელიც არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ დაექვემდებარება, დაადგენს იყო თუ არა კონკრეტული ქონება უკანონოდ ჩამორთმეული და ზარალს შესაბამისად აანაზღაურებს.


ეს კანონი ძალაში 2007 წლის 1 იანვრიდან შევა.


რესტიტუციის შესახებ კანონის მიღების ვალდებულება საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო და მიიჩნევა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი კონფლიქტის მოგვარების გზაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button