ახალი ამბები

თბილისი: გაზსადენის აფეთქება საქართველოს გაზმომარაგებას არ შეაფერხებს

ჩრდილოეთ ოსეთში 24 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად გაზსადენი “ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასია“ დაზიანდა, იტყობინება “რია ნოვოსტი“.


გაზსადენზე მომხდარი აფეთქების მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება.


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხეთაგურმა 24 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს აფეთქება საქართველოს გაზმომარაგებას ვერ შეაფერხებს, რადგანაც “საქართველო გაზს ამ გაზსადენიდან არ იღებდა“.


“საქართველოს გაზის მომარაგებაში არანაირი საფრთხე არ ემუქრება. გაზსადენი, რომელიც დაზიანდა, არ გამოიყენებოდა რუსული გაზის იმპორტისთვის, ეს შიდა მოხმარების გაზსადენია“, – დასძინა ხეთაგურმა.


2006 წლის იანვარში ჩრდილოეთ ოსეთის მაგისტრალურ “ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასია“ და სარეზერვო “მოზდოკი-თბილისი“ გაზსადენებზე მომხდარი ორი პარალელური აფეთქების შედეგად საქართველოს რუსული გაზის მიწოდება შეუწყდა, რამაც ქვეყანაში ენერგოკრიზისი გამოიწვია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button