skip to content
ახალი ამბები

რაისი თბილისსა და მოსკოვს დაძაბულობის შემსუბუქებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მოუწოდა თბილისს და მოსკოვს შეარბილონ რიტორიკა და განმუხტონ არსებული დაძაბულობა, იტყობინებიან Associated Press და Reuters 21 ოქტომბერს.


პეკინიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას რაისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ჩვენ ნათლად მივანიშნეთ ორივე მხარეს, რომ ასეთი სიტუაციის მოგვარება საღი გონებითაა საჭირო”.


“რიტორიკა ნამდვილად უნდა შერბილდეს… მხარეებმა უკან უნდა დაიხიონ და გააცნობიერონ, რომ ისინი მეზობლები არიან… ეს არის ის, რასაც ყველა სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგანაც ეს არის პრობლემა, რომელიც შესაძლოა უკონტროლო გახდეს“, – განაცხადა რაისმა.


“ჩვენ მოვუწოდებთ ქართველებს და რუსებს ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ შეამცირონ დაძაბულობა… განსაკუთრებით დაინტერესებული ვარ, რომ არ იყოს ისეთი რიტორიკა, რომელიც წაახალისებს სამხედრო, პროვოკაციულ ქმედებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინულ კონფლიქტებში“, – განაცხადა რაისმა.


“ვფიქრობ, რომ [სამხედრო ქმედება] არის ის პრობლემა, რომელიც შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს. მე ამ პრობლემას რუსებთან განვიხილავ“, – დასძინა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button