ახალი ამბები

რუსეთის მიერ საქართველოზე დაწესებული სანქციების გამო სომეხი ბიზნესმენები ზარალდებიან

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო სომეხ ბიზნესმენებს თავიანთი იმპორტის გადამისამართება უწევთ, რაც მათ ხარჯებს 7%-იდან 20%-მდე ზრდის, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტი-არმენია” სომხეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრის კარენ ჩშმარიტიანის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, სომეხი იმპორტიორები რუსეთიდან მომავალ თავიანთ ტვირთებს ბულგარეთის ვარნის და უკრაინის ილიჩევსკის პორტებში უშვებენ – საიდანაც შესაძლებელია მათი საქართველოში, ხოლო შემდეგ სომხეთში მოხვედრა.


ამასობაში, რადიო “თავისუფლების“ სომხეთის ბიურო იტყობინებოდა 17 ოქტომბერს, რომ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ტიგრან ტოროსიანმა განუცხადა ერევანში ვიზიტად მყოფ რუს პარლამენტართა ჯგუფს, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გარკვევისას სომხეთის ინტერესებს უგულვებელყოფს.


რუსმა დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა სომხურ გაზეთ Haykakan Zhamanak-ს განუცხადა, რომ ერევანმა არჩევანი უნდა გააკეთოს რუსეთსა და საქართველოს შორის. “თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, თქვენ არ გექნებათ მორალური უფლება რუსეთი დაადანაშაულოთ სომხეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობაში საქართველოსთან ჩვენი დაპირსპირების დროს“, – განაცხადა ზატულინმა ინტერვიუში. ამის შესახებ რადიო “თავისუფლების“ სომხეთის ბიურო იტყობინება.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button