skip to content
ახალი ამბები

დანიელ ფრიდი თბილისს ეწვევა

17–19 ოქტომბერს აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდი თბილისს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ–მინისტრ ნოღაიდელთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, იტყობინება აშშ–ს საელჩო საქართველოში.


ვიზიტის ფარგლებში განსახილველი თემებია: აშშ–ს მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმართ, მათ შორის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ნატოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყება და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო ნაბიჯები.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button