ახალი ამბები

პუტინი სოჭში თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერს შეხვდა

30 სექტემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არაღიარებული აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა, იტყობინება “აფსნიპრესი“.


შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხები, “რადგან რუსეთის ფედერაცია კონფლიქტის დარეგულირებაში გამოდის, როგორც შუამავალი“.


ბაღაფში და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი  უცხოელი სტუმრების სატუსით ესწრებოდნენ ეკონომიკურ ფორუმს სოჭში, რომელსაც ვლადიმერ პუტინი მასპინძლობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button