skip to content
ახალი ამბები

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა ჩაიშალა

დღეს მოსკოვში რუსული მხარის უარის გამო არ შედგა დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინსა და მის ქართველ კოლეგას გიორგი მანჯგალაძეს შორის, სადაც უნდა განეხილათ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაცია, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


“მიუხედავად ქართული მხარის მზადყოფნისა, აღნიშნული შეხვედრა არ შედგა, რისი გაუქმების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სიტყვიერად აცნობეს საქართველოს საელჩოს რუსეთის ფედერაციაში“, – აცხადებს საგარეო უწყება 29 სექტემბერს.


გიორგი მანჯგალაძე მესამე დღეა, რაც მოსკოვში იმყოფება. მან 27-28 სექტემბერს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიების მორიგ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button