skip to content
ახალი ამბები

რუსი დეპუტატები საქართველოზე კომენტარს აკეთებენ

საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი სამხედრო ოფიცრის დაპატიმრების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ზოგიერთმა დეპუტატმა გააფრთხილა საქართველოს ხელმძღვანელობა, რომ თავშეკავებული პოლიტიკა აწარმოოს რუსეთის მიმართ.


„სააკაშვილს დიდი ომი სურს, სააკაშვილს დიდი დაძაბულობები სურს. როგორც ჩანს, ის იმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებზე ამყარებს, მაგრამ ამერიკა შორსაა, მაშინ როცა ჩვენ საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობდით და ერთიანი საზღვრები გვაქვს, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს. მინდა კიდეც ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ იმისათვის, რომ დამყარდეს მშვიდობა საქართველოს მიწაზე, ჩემი წინადადებაა, რომ მოვაგვაროთ საკითხი საკავშირო რესპუბლიკის თაობაზე [რუსეთსა და საქართველოს შორის]. მაშინ არც სამხრეთ ოსეთი და არც აფხაზეთი არსად აღარ წავლენ“, – განაცხადა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ვიქტორ ილუხინმა 28 სექტემბერს. 


„მე არ მესმის საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკა. იმის შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ დიდი ხანია რუქისთვის არ შეუხედიათ. შეხედონ რუქას და დააკვირდნენ რუსეთის ზომას. გაიხსენონ ისტორია; რუსეთი არის დათვი, რომელსაც შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს მოსამზადებლად, მაგრამ შემდეგ ისეთ დარტყმას განახორციელებს თათით, რომ ამას არაფერი კარგი არ მოყვება. ყველაფერი ომისკენ მიდის“, – განაცხადა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა ალექსეი მიტროფანოვმა 28 სექტემბერს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button