ახალი ამბები

ივანოვი: ბათუმში რუსი ჯარისკაცები სცემეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ ბათუმში შვიდი რუსი ჯარისკაცი სცემეს.


„გუშინ, გვიან საღამოს გააჩერეს მანქანა, რომელშიც რუსი ოფიცერი და შვიდი ჯარისკაცი იჯდა. ისინი სცემეს; თავდასხმელებმა იარაღი და მანქანა წაართვეს… ყველა მათგანი გასულ ღამესვე გაუშვეს, თუმცა არც აუხსნეს რატომ დააკავეს საერთოდ“, – იტყობინება „ინტერფაქსი“ სერგეი ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი კატეგორიულად მოითხოვს ოთხი რუსი ოფიცრის გათავისუფლებას, რომლებიც 27 სექტემბერს შპიონაჟის ბრალდებით დააპატიმრეს.


ივანოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის რეაქცია რუსი სამხედროების დაკავებაზე „ადექვატური“ იქნება.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button