skip to content
ახალი ამბები

ძეგლის დადგმის გეგმები თბილისს დიპლომატიურ პრობლემებს უქმის

სომეხი გენერლისთვის გურგენ დალიბალთიანისთვის ახალქალაქში ძეგლის დადგმის გეგმებმა ბაქოს შეშფოთება გამოიწვია.


გავრცელებული ინფორმაციით, 80 წლის გენერალ დალიბალთიანს, რომელიც წარმოშობით ახალქალაქიდანაა, 90-იანი წლების დასაწყისში მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის აუგებენ ძეგლს. 


ახალაქალაქის ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, მონუმენტის ასაგებად დაფინანსება “სომხური წყაროებიდან“ მოდის, იტყობინება ტელეკომპანია “იმედი“.


თბილისში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელმა ელხან პოლუხანოვმა 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ამგვარ ქმედებას აზერბაიჯანის ხელისუფლება “არამეგობრულად“ მიიღებს.


“პირველ რიგში, გვინდა ვიცოდეთ, არსებობს თუ არა შესაბამისი ნებართვა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ძეგლის დადგმის თაობაზე… მონუმენტი გარკვეულწილად უარყოფით ელემენტებს შეიტანს საქართველოს ურთიერთობაში აზერბაიჯანთან, რომელიც სომხეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება“, – განუცხადა ელხან პოლუხანოვმა ტელეკომპანია “იმედს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button