skip to content
ახალი ამბები

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კონფლიქტებზე იმსჯელეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 23 სექტემბერს ნიუ-იორკში თავის ქართველ კოლეგას გელა ბეჟუაშვილს შეხვდა გაეროს გენერალური ასამბლეის 61-ე სხდომის ფარგლებში, იტყობიბება რუსეთის საგარეო უწყება.


“მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები განიხილეს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. თუმცა, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.


შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას რუსეთი სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარების შეფერხებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  23 სექტემბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი ძალიან ემოციურია. პუტინმა კვლავაც გაუსვა ხაზი, რომ რუსეთი მზად არის სამშვიდობო პროცესში გარანტის როლი ითამაშოს.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button