skip to content
ახალი ამბები

არაღიარებული სამხრეთ ოსეთი “დამოუკიდებლობის დღეს” აღნიშნავს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი 20 სექტემბერს “დამოუკიდებლობის“ მე-16 წლისთავს აღნიშნავს.


თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები შარშანდელთან შედარებით ნაკლებად პომპეზურია. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ცხინვალში სამხედრო აღლუმი არ იგეგმება.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ჩამოვიდნენ სტუმრები დნესტრისპირეთიდან, ყირიმიდან, აფხაზეთიდან, ასევე რუსი კაზაკები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button