skip to content
ახალი ამბები

პუტინი: კოსოვოსა და აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს შორის სხვაობა არ არის

Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 10 სექტემბერს გამოქვეყნდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ “კოსოვოს სიტუაციასა“ და “აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის სიტუაციას“ შორის განსხვავება არ არის.


“შეუძლებელია ერთი წესი გამოიყენო კოსოვოსთან მიმართებაში და სხვა წესები სხვა სიტუაციების მიმართ. რით განსხვავდება კოსოვოს სიტუაცია აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის სიტუაციისგან? არაფრით. ისინი არ განსხვავდება. თუ ჩვენ სიტუაციის მანიპულირებას დავიწყებთ, ჩვენ პრობლემებს წავაწყდებით. ხალხი თავს იმედგაცრუებულად იგრძნობს“, – განაცხადა პუტინმა.


“[რაც შეეხება გაყინულ კონფლიქტებს], მზად ვართ ვიმუშავოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროკავშირთან პრობლემების მოგვარების მიზნით, რა დროსაც და სადაც არ უნდა არსებობდნენ ისინი. ეს ეხება აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, მთიანი ყარაბაღს და დნესტრისპირეთს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button