skip to content
ახალი ამბები

მერაბიშვილი და ანთაძე ცხინვალის რეგიონში გაემგზავრნენ

შინაგან საქმეთა მინიტრის ვანო მერაბიშვილი და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე ცხინვალის რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც ადგილზე გაეცნობიან დღეს კონფლიქტის ზონაში მომხდარი შეიარაღებული შეტაკების დეტალებს.


კონფლიქტის ზონაში ინციდენტის შედეგად ქართული მხარის ინფორმაციით, ერთი ქართველი პოლიციელი გარდაიცვალა და ორი დაიჭრა. სამი გარდაცვლილის და რამდენიმე დაჭრილის შესახებ ინფორმაციას კი ოსური მხარე ავრცელებს.

ჯერ–ჯერობით გაურკვეველია აპირებენ თუ არა ქართველი მინისტრები მოლაპარაკებების გამართვას ოსურ მხარესთან.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button