ახალი ამბები

თბილისი ვერტმფრენზე თავდასხმას ტერორისტულ აქტს უწოდებს

საქართველოს ხელმძღვანელობამ საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს განუცხადა, რომ 3 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენზე მომხდარი თავდასხმა, რომელშიც თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილიც იჯდა, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ჯგუფების მიერ დადგმული პროვოკაცია იყო.


“ეს არ იყო მხოლოდ პროვოკაცია. ეს იყო ტერორისტული აქტი. ასეთი ღია დამუქრება ჩვევია მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაციებს“, – განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს.  


ბეჟუაშვილმა ეს განცხადება უცხოელ დიპლომატებთან დახურული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტი სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button