ახალი ამბები

ზურაბიშვილი წარმატებაში დარწმუნებულია

ოპოზიციური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერმა, საგარეო სამეთა ექს-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 30 აგვისტოს გნაცხადა, რომ მას კარგი შანსები აქვს 5 ოქტომბერს დანიშნულ თვითმართველობის არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს.


ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერობის პოსტზე წამოაყენა.


„ოპოზიციის რეალური კანდიდატი მე ვარ“, – განაცხადა პრეს-კონფერენციაზე ზურაბიშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ადრე გამოცხადებული დეკემბრის მაგივრად არჩევნები ოქტომბრისთვის დაენიშნა, მის სისუსტეზე მეტყველებს.


„ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ყველას გვაჩვენა თავისი უღირსობა და სისუსტე…. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ უკვე ვერაფერს ვეღარ აკეთებს და თვითონ დასჭირდა, რომ ეს თარიღი გადმოეწია, რადგან ვერ აგვარებს ვერც ერთ პრობლემას ვერც რეგიონებში და ვერც თბილისში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


მან ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა წინააღმდეგ შემთხვევაში „უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ხმას მიშა სააკაშვილს მისცემთ.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button