skip to content
ახალი ამბები

გალში შეტაკების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

გავრცელებული ცნობებით, დღეს გალის რაიონის სოფელ რეფში შეიარაღებულ შეტაკებას სულ ცოტა ორი ადამიანი ემსხვერპლა.


შეტაკება მოჰყვა ინციდენტს, რომელიც ადგილობრივ ქართველებსა და აფხაზებს შორის მოხდა, თუმცა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.


ორივე დაღუპული ქართველია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაჭრილი.


კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამჟამად ინციდენტის დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button