skip to content
ახალი ამბები

ქართული მხარე პოლიციელების დაჭრის ფაქტს პროვოკაციად აფასებს

ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამი ქართველი პოლიციელის დაჭრის ფაქტს მორიგ პროვოკაციად აფასებს, აცხადებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


დღეს ცხინვალის რეგიონში სამი პოლიციელი  მას შემდეგ დაიჭრა, რაც სოფელ ავნევთან მათ კუთვნილ ავტომანქანას დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს .


“მომხდარ ინციდენტს ჩვენ ვაფასებთ, როგორც მორიგ პროვოკაციას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციისკენ და მიზნად ისახავს ქართული მხარის შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩართვას და სამშვიდობო პროცესის ჩაშლას“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


დღესვე ამ ინციდენტს სამხრეთ ოსური მხარეც გამოეხმაურა და მას კონფლიქტის ზონაში მორიგი “დესტაბილიზაციის და მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისკენ“ მიმართული ქმედება უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button