სამგზავრო ავტობუსებს ცხინვალში არ უშვებენ
მეორე დღეა ცხინვალის შესასვლელთან საქართველოს ფინანსურ პოლიციას რამდენიმე სამგზავრო ავტობუსი ჰყავს გაჩერებული, რომელთაც ცხინვალისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ ეძლევათ.
სავარაუდოდ, ავტობუსები სავაჭრო საქონლით არის დატვირთული, რომელიც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა თბილისში შეიძინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსების გაჩერება კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. თუმცა ჯერ-ჯერობით ქართული მხირდან ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა.
ამ ფაქტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა ქართული მხარის მორიგი “პროვოკაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ “საპასუხოდ ოსური მხარე ადეკვატურ ზომებს მიიღებს“, – იუწყება 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი .
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)