ახალი ამბები

საქართველომ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა

რუსეთიდან ელექტროენერგიის საქართველოსთვის მოწოდება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის “კავკასიონის“ მეშვეობით მას შემდეგ შეწყდა, რაც 1 აგვისტოდან “ენგურჰესი“ მთელი დატვირთვით ამუშავდა.


სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ენერგოსისტემას რუსეთიდან 100 მგვტ-ი ელექტროენერგია მოეწოდებოდა, თუმცა “ენგურჰესის” რეაბილიტაციის შემდეგ, რომელიც დღე-ღამეში 400 მგვტ ენერგიას გამოიმუშავებს, რუსული ენერგიის იმპორტის საჭიროება აღარ არის. 


ამავდროულად იწყება ელექტროგადამცემი ხაზების “იმერეთისა” და “კავკასიონის”  სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მთავრობამ  ბიუჯეტიდან  310 ათასი ლარი გამოყო.


გაზეთი “კომერსანტი” წერს 4 აგვისტოს, რომ “კავკასიონის” მეშვეობით ელექტროენერგიის იმპორტის საკითხი “ყოველთვის იყო პოლიტიკური ფაქტორი რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში”.


“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოფიციალურად არასოდეს დამუქრებია საქართველოს “ენერგეტიკული სანქციებით “, ყოველთვის ხდებოდა ავარიები ელექტროგადამცემ ხაზებზე რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის გამწვავების დროს”, – წერს “კომერსანტი”.  


გაზეთი ასევე იტყობინება, რომ საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე კიდევ უფრო შემცირდება 2006 წლის ბოლოსთვის, მას შემდეგ რაც ექსპლოატაციაში შევა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button