skip to content
ახალი ამბები

მთავრობამ კოდორის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კოდორის ხეობაში სოციალურ-ეკონომიკური საკითხების და ინვესტიციების რაოდენობის დადგენის კოორდინაცია მთავრობის კანცელარიას დაავალა.


“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური აღორძინება ამ კუთხის“, – აღნიშნა ნოღაიდელმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


27 ივლისს თავის სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კოდორის ხეობაში მოაწესრიგებს გზებს, ჯანდაცვისა და განათლების ობიექტებს და განახორციელებს სოციალურ პროექტებს.


პრეზიდენტის დავალებით კოდორის ხეობაში უკვე გაიგზავნა 70 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button