skip to content
ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოში ახალ წარდგინებას მთავრობაში ცვლილებები მოჰყვება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად გარემოს დაცვის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურა წარადგინა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მინისტრთა კაბინეტის ხელახლა დამტკიცებას.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი არველაძის განცხადებით, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს უკვე დაავალა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის წარდგენა.

კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის 1/3–ის განახლების შემთხვევაში პრეზიდენტი 1 კვირის განმავლობაში წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას, ხოლო პარლამენტი კი წარდგენიდან მეექვსე დღეს ნდობას უცხადებს ან არ უცხადებს მინისტრთა კაბინეტს.


არველაძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის მეორე კანდიდატად პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრის მოადგილე კოტე ვარძელაშვილი წარადგინა.


საკონსტიტუციო სასამართლოში საკადრო ცვლილებები მოქმედი მოსამართლეების სამსახურის ვადის ამოწურვამ განაპირობა. კანონის თანახმად, უზენაესმა სასამართლოს უკვე დანიშნა კუთვნილი კვოტის მიხედვით ორი ახალი წევრი, პარლამენტმა კი თავისი ორი კვოტიდან ჯერ მხოლოდ ერთი მოსამართლე დაამტკიცა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button