ახალი ამბები

პუტინის თანაშემწე: თბილისი პუტინს სააკაშვილთან შეხვედრას თხოვს

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა სერგეი პრიხოდკომ განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ მიიღო თბილისიდან თხოვნა გაიმართოს პრეზიდენტების სააკაშვილისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა მოსკოვში 21–22 ივლისს დსთ–ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში, იუწყება 17 ივლისს “ინტერფაქსი“.


“სააკაშვილის თხოვნებს ჩვენ ყოველთვის დიდი ყურადღებით ვეკიდებით…მე ძალიან ცოტა შემთხვევა ვიცი, როცა პუტინს არ მიეღოს მისი კოლეგებისაგან შეხვედრასთან დაკავშირებული თხოვნები“, – განაცხადა პრიხოდკომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button