skip to content
ახალი ამბები

პუტინი: დიდი რვიანი კონფლიქტების საკითხს განიხილავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა , რომ დიდი რვიანის სამიტის ლიდერები საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ და დასძინა, რომ რუსეთი შეწუხებულია სამხრეთ ოსეთში არსებული დაძაბულობის გამო.


“დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვისაუბრებთ მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცის შესახებ, განსაკუთრებით იმ პრობლემატური საკითხების შესახებ, სადაც ჯერ-ჯერობით სიმშვიდე არ არის. როდესაც მე განვაცხადე დღეს [აშშ-ს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე], რომ ჩვენ განვიხილეთ კონფლიქტები მეზობელ ქვეყნებში, გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ძირითადად საქართველოს შესახებ ვიმსჯელეთ“, – განაცხადა პუტინმა 15 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას.


“დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხვალინდელი და ზეგინდელი განხილვების [დიდი რვიანის სამიტზე] დროს პოსტ-საბჭოთა სივრცის საკითხებზეც ვიმსჯელებთ“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.


მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების გამო.


“ვითარება დაძაბულია და სამწუხაროდ, მისი შემსუბუქებაც არ ხდება. გვინდა, რომ ჩვენმა ქართველმა პარტნიორებმა, მეგობრებმა გამოხანობ რაიმე გზა თავის ოს ძმებთან, რათა თავიდან აიცილონ ამგვარი ინციდენტები“, – განაცხადა პუტინმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button