skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი მიესალმება შსკ-ს სხდომას სამხრეთ ოსეთზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის შედეგებს, რომელიც ცხინვალში 22 ივნისს გაიმართა საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრის მიხეილ მინძაევის და რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით.   


მხარეები შეთანხმდნენ გააფართოვონ თანამშრომლობა ქართველ და ოს სამართალდამცავებს შორის და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრები რეგულარულად, თვეში ერთხელ გამართონ, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება 24 ივნისს.


შსკ-ს თანათავმჯდომარეებმა დაავალეს ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი გეგმის შემუშავების მიზნით შეიქმნა, 5 ივლისამდე წარმოადგინოს სამუშაო გრაფიკი.


მხარეები ასევე შეთანხმდნენ შსკ-ს შემდეგი სხდომა თბილისში 12-13 ივლისს გამართონ.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შსკ-ს ბოლო სხდომა იყო მხარეებს შორის ნდობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button