skip to content
ახალი ამბები

აშშ ადასტურებს მხარდაჭერას ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციის პროცესში

14 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. 


“მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას ეხება. ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, ევროკავშირთან, რუსეთთან, დიდი რვიანის სხვა ქვეყნებთან და ეუთოს წევრ სახელმწიფოებთან, რათა მიაღწიოს სამართლიან და გრძელვადიან პოლიტიკურ მოგვარებას, რაც სამხრეთ ოსეთს მნიშვნელოვან ავტონომიას მიანიჭებს ერთიანი საქართველოს ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.


დონორი ქვეყნები ეუთოდან 14 ივნისს ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფენ.


სარეაბილიტაციო პროექტების შესახებ წინადადებათა პაკეტს საფუძვლად დაედო 2005-2006 წლებში საერთაშორისო, ქართველი და სამხრეთ ოსი ექსპერტების მიერ განხორციელებული საჭიროებათა შეფასება.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button