skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი ლიტვაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტთან ვალდას ადამკუსთან და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანტანას ვალიონისთან.


ირაკლი ოქრუაშვილი უკვე შეხვდა თავის ლიტველ კოლეგას გედიმინას კირკილასს და ლიტვის შეიარაღებული ძალების სარდალს გენერალ-მაიორ ვალდას ტუტკუსს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა, ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და თავდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესი განიხილეს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button