skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი ბრიუსელში მიემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 13 ივნისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც ნატოსა და ევროპის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდება და სამხრეთ ოსეთზე დონორთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბ ნოღაიდელი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალესანდრო მინუტო რიზოს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჰავიერ სოლანას, ევროკავშირის კომისარს ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პიბალგსს, ასევე კომისარს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერს და  ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს კარელ დე გუხტს შეხვდება.


14 ივნისს გაიმართება ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციისადმი მიძღვნილი დონორთა კონფერენცია.
 
სავარაუდოდ, დონორთა კონფერენციაზე უნდა გადაწყდეს 10 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციისათვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button