skip to content
ახალი ამბები

რუსეთს ბათუმიდან და ახალქალაქიდან სამხედრო ტექნიკა გაყავს

ბათუმის ბაზიდან გუშინ, გვიან ღამით  42 ერთეული მძიმე ტექნიკით დატვირთული მესამე ეშელონი სომხეთისკენ გაემგზავრა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.


8 ივნისს ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან გიუმრისკენ ასევე გაემგზავრა ავტომანქანების კოლონა, მათ შორის 8 ურალი, აქედან ექვსს მიბმული ჰქონდა ქვემეხი PTP T-12, ოთხი ზილ-131, ორი კამაზი, ერთი გაზ-66 და ერთი უაზი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button