
რუსი დეპუტატები თბილისში ჩამოდიან
დღეს თბილისს რუსეთის სათათბიროს დეპუტატთა სამკაციანი დელეგაცია დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ახმედ ბილალოვი ხელმძღვანელობით ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, რუსი დეპუტატები შეხვედრებს გამართავენ პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, ვიცე-სპიკერთან მიხეილ მაჭავარიანთან, ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებთან.
დელკეგაცია ასევე შეხვდება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც – კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მერაბ ანთაძეს.
რუსეთის სათათბიროს დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის გართულებული ურთიერთობები განიხილება, 8 ივნისს დასრულდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)