
ახალი ამბები
ხაინდრავა აშშ-ს, გერმანიის ელჩებს და ეუთოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
დღეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა საქართველოში აშშ-ს ელჩს ჯონ ტეფტს, გერმანიის ელჩს უვე შრამს და ეუთოს მისიის ხელმძღვანელს როი რივს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო დღეებში გართულებულ მდგომარეობას.
დაგეგმილია ასევე სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა რუსეთის ელჩთან საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილთან.