ახალი ამბები

რუს ჟურნალისტს თბილისის აეროპორტში ქართული ვიზა არ მისცეს

დღეს რუსული ტელეკომპანია НТВ–ს ჟურნალისტი ვადიმ ფეფილოვი მას შემდეგ, რაც მას ქართული ვიზის მიცემაზე თბილისის აეროპორტში უარი უთხრეს, უკან მოსკოვში გააბრუნეს. თუმცა მის თანმხლებ პირებზე აეროპორტის საკონსულო სამსახურმა ვიზები გასცა.


НТВ–ს გადამღები ჯგუფი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაგეგმილი ღინისძიებების გაშუქების მიზნით ეწვია.


НТВ–ს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა ნუგზარ კერესელიძემ ფეფილოვის საქართველოში არ შემოშვება ჟურნალისტის მოვალეობების შესრულების შეზღუდვად შეაფასა.


ჯერ–ჯერობით საქართველოს ოფიციალურ სტრუტურებს რუსი ჟურნალისტის დეპორტაციის მიზეზებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

Back to top button