skip to content
ახალი ამბები

ეუთოს წარმომადგენელი მიესალმება აფხაზეთის რკინიგზის შესახებ შეთანხმებას

ეუთოს ეკონომიკურ ფორუმზე საუბრისას, რომელიც 24 მაისს პრაღაში დასრულდა,  ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი პიერ შევალიე მიესალმა აფხაზეთის გავლით რუსეთის და საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის პროექტს.


მაისის დასაწყისში საქართველოს, აფხაზეთის, რუსეთის და სომხეთის მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს კონსორციუმის  – შავი ზღვის რკინიგზა – შექმნის თაობაზე, რომელიც აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციას განახორციელებს.


“ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მიიზიდო კონფლიქტის მხარეები იპოვონ დამატებითი გზები თავიანთი უთანხმოების მოსაგვარებლად… ერთი შესაძლო წვლილი ამ კუთხით არის ყურადღების გამახვილება იმ ეკონომიკურ და სოციალურ ინტერესებზე, რომლებიც მათ საერთო აქვთ“, – განაცხადა პიერ შევალიემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ ეუთოს საჭიროებათა შეფასების ფარგლებში სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პროექტები ასევე შეიცავდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებას. ამ საკითხებზე დონორთა კონფერენცია 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.

მსგავსი/Related

Back to top button