ახალი ამბები

ბაღაფში მიესალმება ჩერნოგორიის დამოუკიდებლობას

აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში მიესალმა ჩერნოგორიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების “ცივილიზებულ გზას“ და 22 მაისს განაცხადა, რომ “რადგანაც თვითგამორკვევის პროცესი გრძელდება, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვონ“.


“არ მინდა დავუკავშირო დამოუკიდებლობის მოძრაობა აფხაზეთში ბალკანეთში არსებულ ვითარებას. ჩვენ ამ საკითხს ჩერნოგირიასა და კოსოვოზე ადრე ვაყენებდით. მაგრამ პრეცედენტი უკვე არსებობს და საერთაშორისო საზოგადოებამ ეს მხედველობაში უნდა მიიღოს“, – განუცხადა ბაღაფშმა “ინტერფაქსს“.


მან ასევე განაცხადა, რომ მთავარ პრობლემას ახლა წარმოადგენს საქართველოს მცდელობები შეაჩეროს რუსული სამშვიდობო ოპერაცია აფხაზეთში. ბაღაფშის თქმით, მან ამის შესახებ ამერიკის ელჩს საქართველოში ჯონ ტეფტს აცნობა 22 მაისს სოხუმში ვიზიტის დროს.


“რუსი სამშვიდობოების გაყვანა სასაზღვრო ზონებში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს“, – დასძინა აფხაზეთის ლიდერმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button