
ახალი ამბები
ანქვაბი: ჩერნოგორიასა და კოსოვოსთან პარალელების გავლება საჭირო არ არის
თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, საჭირო არ არის აფხაზეთსა და კოსოვოს ან ჩერნოგორიას შორის მუდმივი პარალელების გავლება.
“აფსნიპრესი“ 24 მაისს ანქვაბის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ აფხაზმა ხალხმა დამოუკიდებლობის გზა აირჩია და ამას ბალკანეთისა თუ სხვა პრეცედენტების გარეშეც განახორციელებს.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე–პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით კი სანამ მსოფლიოში ორმაგი სტანდარტებით იხელმძღვანელებენ, რთულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე საუბარი.
მისი თქმით, ჩერნოგორიის აღიარების გადაწყვეტილებას “მოჰყვება კოსოვოს ცნობაც და შემდეგ პროცესი შესაძლოა აღმავალი გზით განვითარდეს“.