ახალი ამბები

პარლამენტი ბიუჯეტში ცვილილებებს განიხილავს

დღეს პარლამენტმა დაიწყო 2006 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა, რომელიც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა წარუდგინა.


ცვილილებები ითვალისწინებს 2006 წლის ბიუჯეტის 198 მლნ ლარით გაზრდას, რაც ფინანსთა მინისტრის განცხადებით, “დამატებითი შემოსავლების მიღებით არის განპირობებული“,  კერძოდ, საგადასახადო შემოსავლების 73 მლნ ლარით და არასაგადასახადო შემოსავლების 44 მლნ ლარით ზრდით. ამასთან, გრანტების საერთო მოცულობა 7 მლნ ლარით იზრდება.


ალექსიშვილის განცხადებით, ხარჯებში პრიორიტეტული სფეროებია სოციალური უზრუნველყოფა, ინფრასრუქტურის რეაბილიტაცია, მართლწესრიგის ღონისძიებები და საგანმანათლებლო პროგრამები.


ოპოზიციამ, რომელიც საბიუჯეტო განხილვებს პლენარული სხდომების ბოიკოტირების გამო არ ესწრება, გააკრიტიკა მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკა. 


ფრაქცია “მრეწველების“ ლიდერმა ზურაბ ტყემელაძემ განაცხადა, რომ მთავრობა “არაპროფესიონალიზმის” გამო სწორად ვერ გეგმავს ბიუჯეტს და იძულებულია წლის დასაწყისშივე მიმართოს პარლამენტს ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.

Back to top button