ახალი ამბები

აჭარაში ღვინის მცირე საწარმო დაილუქა

აჭარაში ფინანსურმა პოლიციამ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ღვინის ერთი საწარმო დალუქა, სადაც შემოწმების შემდეგ 8 ტონა ღვინომასალა და 14 ტონა ტექნიკური სპირტი აღმოჩნდა.


ფინანსური პოლიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, საწარმოში სხვადასხვა სახის შუშხუნა ღვინოები და არაყი კუსტარულ პირობებში მზადდებოდა.


ფინანსურმა პოლიციამ 10 მაისს იმერეთის რეგიონში  ღვინის რვა მცირე საწარმო დალუქა.

Back to top button