
ახალი ამბები
ქართველი და რუსი მესაზღვრეების შეხვედრა იმართება
11მაისს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის სასაზღვრო სამმართველოს სასაზღვრო რაზმ “არღუნისა” და საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრის მიზანია საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე არსებული მდგომარეობის განხილვა და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა.
ქართველი და რუსი კოლეგები ასევე კომუნიკაციების ტექნიკური მხარეების მოგვარებაზეც იმსჯელებენ.