ახალი ამბები

ქართული მხარე აფხაზეთში უძრავი ქონებით ვაჭრობის გააქტიურებას აპროტესტებს

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს აფხაზური მხარის ბოლო დროინდელი “უკანონო“ ქმედებების გამო, რაც თვითგამოცხადებული რეგიონის ტერიტორიაზე უძრავი ქონებით , კერძოდ კი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი ქონებით, ვაჭრობის გააქტიურებას უკავშირდება. 


კერძოდ, ინტერნეტში გაჩნდა ახალი ვებ-გვერდები, სადაც  განთავსებულია უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია და ასევე მითითებულია გასაყიდი სახლების ფასები.


სამინისტროს განცხადებით, ეს პროცესი მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, რაც საქართველოს მთავრობამ პროგრამა “ჩემი სახლის“ განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის ტერიტორიაზე დევნილი მოსახლეობის კუთვნილი ქონების აღწერას და დაბრუნებას, რაც იურიდიულად დამოწმდება.

Back to top button