
ახალი ამბები
ცხინვალში შსკ-ს შეხვედრა იმართება
ცხინვალში 11-12 მაისს ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა იმართება.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნება კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი პროგრამის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხი.