ახალი ამბები

ტალიავინიმ და კარასინმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე იმსჯელეს

დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჰეიდი ტალიავინს შეხვდა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების არსებული მოლაპარაკებების მექანიზმის აქტიურად ამოქმედების პერსპექტივა. 


მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს გაეროს დამკვირვებელთა მისიისა და აფხაზეთში განლაგებული დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების თანამშრომლობის მნიშვნელობას.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button