ახალი ამბები
სხეფერი მიესალმება რეფორმებს საქართველოში
ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეფორმების განხორციელების საქმეში და განაცხადა 27 აპრილს, რომ ნატო კარს გაუღებს მსურველ ქვეყნებს “როდესაც ისინი მზად იქნებიან“.
“და ეს ეხება, რა თქმა უნდა, საქართველოსაც, რომელსაც ახლა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა აქვს, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია რეფორმების განხორციელების საქმეში და ინტენსიური დიალოგისკენ ისწრაფვის“, – განაცხადა სხეფერმა პრესკონფერენციაზე, რომელიც სოფიაში ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრის პარალელურად გაიმართა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)