
ახალი ამბები
აზერბაიჯანს, საქართველოს და ყაზახეთს სატვირთო მატარებლის მარშრუტის გაგრძელება სურთ
აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი მოლაპარაკებებს მართავენ ფოთი-ბაქო-აქტაუ-ალმატის სატვირთო მატარებლის მარშრუტის ყაზახეთ-ჩინეთის საზღვართან, დოსტლუგის სადგურამდე გაგრძელების თაობაზე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელის არიფ ასკეროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
“ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ ტვირთის საკმარისი რაოდენობის მოზიდვაზე, რომელიც ევროპიდან ჩინეთში უნდა წავიდეს“, – განაცხადა ასკეროვმა.
პირველმა სატვირთო მატარებელმა ფოთის პორტი 24 დეკემბერს დატოვა. ტვირთი ყაზახეთის პორტ აქტაუში და იქიდან ალმა-ატაში ბაქოს გავლით ჩავა.