
პარლამენტმა ბათუმის აეროპორტზე საქართველო–თურქეთის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
დღეს საქართველოს პარლამენტმა 122 ხმით ერთხმად მოახდინა “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ” შეთანხმების რატიფიცირება.
აღნიშნულ შეთანხმებას 14 მარტს თურქეთის პრეზიდენტის აჰმეთ ნეჯეთ სეზერის თბილისში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ შეთანხმება ითვალისწინებს აეროპორტის ერთობლივ გამოყენებას, მათ შორის თურქეთის შიდა რეისებისთვის “და არა თურქეთისთვის ბათუმის აეროპორტის გადაცემას“.
საპარლამენტო განხილვისას აღინიშნა, რომ შეთანხმების მიზანია ბათუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება, საერთაშორისო რეისების დამატება და მგზავრთა ტვირთბრუნვის გაზრდა, რაც ძირითადად თურქეთის სასაზღვრო ზონაში მცხოვრები 2 მილიონამდე მოსახლის ხარჯზე იგეგმება, რომელთათვის ბათუმის აეროპორტი გაცილებით ახლოა, ვიდრე უახლოესი თურქული აეროპორტი ტრაბზონში.