
ახალი ამბები
თბილისმა და მოსკოვმა საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე შეთანხმებას მიაღწიეს
25-26 აპრილს, თბილისში საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიების მორიგი სხდომის შედეგად ხელი მოეწერა პროტოკოლს, სადაც საზღვრის რამოდენიმე მონაკვეთზე მიღწეული შეთანხმება დაფიქსირდა, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 27 აპრილს.
მხარეებმა ასევე განიხილეს საზღვრების შეუთანხმებელი ნაწილების საკითხი და საქართველოსა და რუსეთს შორის შავის ზღვის სივრცის განაწილების თემა.
სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიების მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გაიმართება.