
ბაღაფში რკინიგზაზე კომენტარს აკეთებს
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 26 აპრილს განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტარებთან საუბრისას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი სოხუმის თანხმობის გარეშე ვერ მოგვარდება, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები “აფსნიპრესი“ და “რეგნუმი“.
მისი თქმით, აფხაზეთის ბიუჯეტი გაიზრდება და რეგიონის ორი წლის ბიუჯეტის რაოდენობას მიაღწევს.
“ჩვენ მზად ვართ [რკინიგზის] კონსორციუმის [რომელშიც შედიან რუსეთი, საქართველო და სომხეთი] სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ. მაგრამ ჩვენ ამ პროექტზე უარს ვიტყვით, თუ პროექტის განხორციელების წინაპირობად პოლიტიკური მოთხოვნები იქნება დაყენებული“, – იტყობინება “რეგნუმი“ აფხაზეთის ლიდერის სიტყვებზე დაყრდნობით.
რუსეთის, საქართველოს და სომხეთის რკინიგზების ოფიციალურ წარმომადგენელთა შეხვედრა მაისის დასაწყისში მოსკოვში იგეგმება, სადაც აფხაზეთის გავლით რკინიგზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული.