ახალი ამბები

ნატო არაოფიციალურ სამიტზე წევრობის მსურველ სახელმწიფოებზე იმსჯელებს

სოფიაში 27-28 აპრილს დაგეგმილი ნატოს 26 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე  ნატოს წევრობის მსურველ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა.    


მისი თქმით, ეს საკითხი ასევე იქნება განხილული რიგაში ნოემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე.


“სახელწიფოების მეთაურები, მოგვიანებით წელს რიგაში, განიხილავენ, თუ როგორი სიგნალის მიცემა სურთ მათ იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთაც ნატოს წევრობა სურთ. შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ბალკანეთის სახელმწიფოებს, ასევე სახელმწიფოებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო და ბალკანეთის იმ სახელმწიფოებს, რომელთაც ნატოს წევრობა სურთ. ამრიგად, ეს არის სოფიაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის   მეორე მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.  

Back to top button