
ახალი ამბები
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაკავებული სამშვიდობოების ავტომანქანა გაათავისუფლეს
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების სარდლის თანაშემწის ვლადიმერ ივანოვის ინფორმაციით, 25 აპრილს საქართველოს სამხედრო პოლიციამ სოფელ სვენეთთან სამშვიდობოების კუთვნილი ავტომაქანა გააჩერა და შემოწმების შემდეგ გორის სამხედრო პოლიციის შენობაში გადაიყვანა.
თუმცა მოგვიანებით ავტომანქანა, რომელიც პროდუქტებით იყო დატვირთული, გაათავისუფლეს.
ივანოვის განცხადებით, ავტომანქანის დაკავება “მხარეებს შორის მიღწეული ყველა არსებული შეთანხმების დარღვევით მოხდა“.